ნიგერიაში 148 მძევალი გაათავისუფლეს

ისინი Boko Haram-ის მძევლებს წარმოადგენდნენ

986239
ნიგერიაში 148 მძევალი გაათავისუფლეს

 

დასავლეთ აფრიკულ სახელმწიფო ნიგერიიდან მიღებული ცნობებით, ამ ქვეყნის ჯარისკაცებმა ტერ ორგანიზაცია Boko Haram-ისგან გაათავისუფლეს მათ მიერ მძევლად აყვანილი 148 კაცი.

ნიგერიის ჩრდილოეთში მდებარე ბორნოს პროვინციის ქალაქ ბამაში სპეცოპერაცია მოეწყო ამ რეგიონში მეტად აქტიური Boko Haram-ის წინააღმდეგ და დაიხსნეს მათი მხრიდან მძევლად აყვანილი 58 ქალი, 75 ბავშვი და 15 მამაკაცი.

ამავე განცხადებით,  Boko Haram-ის წევრები გატაცებულებს მძიმე სამუშაოებზე ძალით ამუშავებდნენ, მათ ფიზიკურ და ზნეობრივ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ზოგიერთი ქალები გააუპატიურეს და ამის შედეგად 2 ახალგაზრდა გოგონა ორსულ მდგომარეობაში იმყოფება.



მსგავსი ინფორმაციები