თეირანმა და ტელ ავივმა საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს!?

ამის შესახებ გაზეთი ილაფა იტყობინება

980171
თეირანმა და ტელ ავივმა საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს!?

 

საუდის არაბეთის ლონდონში დაფუძნებული გაზეთი "ილაფა" იტყობინება, რომ ირანისა და ისრაელის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა არაპირდაპირი საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს იორდანიის დედაქალაქ ამანში და შეთანხმდნენ: "თეირანის რეჟიმი არ უნდა შეუერთდეს სირიის სამხრეთში მიმდინარე შეტაკებაში".

ამავე ცნობით, ირანის პოლიციისა და დაზვერვის მაღალჩინოსნებთან ერთად ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობა მიიღო ასევე ქვეყნის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამანში მუჯტება ფირდოუს ბურმა, ხოლო ისრაელის მხრიდან მოსადის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. “ორივე ქვეყნის დელეგაციის წევრები ამანის ერთ ერთი სასტუმროს სხვადასხვა ოთახებში რჩებოდნენ, ხოლო მათ შორის შუამავლის როლს თამაშობდა და მესიჯები გადაჰქონდა ერთი იორდანელს, რომლის ვინაობასაც არ ამხელენ. ამ მოლაპარაკებების შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ სირიის სამხრეთში მდებარე დერასა და ელ კუნეიტრაში ესადის რეჟიმსა და ოპოზიციის ძალებს შორის შეტაკება წარმოიშვება, მასში არ ჩაერევიან არც ირანის, არც შიიტური და არც ლიბანის ჰიზბულახის დანაყოფები, ხოლო ამის პარალელურად იორდანია გაამაგრებს სირიასთან საზღვრებს. ისრაელის უფლებამოსილების განცხადებით, თუ, მათი მხრიდან ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე და ისრაელ-იორდანიის საზღვრის მახლობლად შეტაკება წარმოიქმნება და ირანი და ჰიზბულახი არ ჩაერევიან მასში, მაშინ, ისრაელიც არ ჩაერევა ამ შეტაკებაში“, წერს გაზეთი ილაფი და ბოლოს ამატებს, რომ ამ საიდუმლო შეხვედრის შესახებ სათანადო ინფორმაციები მიეწოდა რუსეთს  და მანაც გარანტია მისცა ისრაელს, რომ  დერასა და ელ კუნეიტრაში ესადის რეჟიმსა და ოპოზიციის ძალებს შორის შეტაკების წარმოშობის შემთხვევაში, მასში არ ჩაერევიან არც ირანის და არც ჰიზბულახის დანაყოფები  



მსგავსი ინფორმაციები