ჰიუსტონის უნივერსიტეტში აშშ-ს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, ნიკი ჰეილი გააპროტესტეს

"ნიკი ჰეილი შენ ხელები სისხლში გაქვს გასვრილი. გენოციდში მონაწილეობას აგრძელებ. ტერორისტების და კოლონიზატორების თანამონაწილე ხარ"

977840
ჰიუსტონის უნივერსიტეტში აშშ-ს მუდმივი  წარმომადგენელი  გაეროში, ნიკი ჰეილი გააპროტესტეს

აშშ-ს მუდმივი  წარმომადგენელი  გაეროში, ნიკი ჰეილი,  ჰიუსტონის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლის დროს ისრაელის მხრიდან ღაზაში განხორციელებული მასიური მკვლელობის მიმართ დამოკიდებულების გამო სტუდენტებმა გააპროტესტეს. ნიკი ჰეილი სიტყვით გამოსვლისათვის ემზადებოდა, როდესაც საკონფერენციო დარბაზში „პალესტინა“ წარწერიან მაისურით ერთ-ერთი სტუდენტი ფეხზე წამოდგა და მის მისამართით: „ნიკი ჰეილი შენ ხელები სისხლში გაქვს გასვრილი. გენოციდში მონაწილეობას აგრძელებ. ტერორისტების და კოლონიზატორების თანამონაწილე ხარ“. ჰეილის გამპროტესტებელ სტუდენტს მალე დარბაზში სხვებიც შეუერთდნენ და ასე მიმართეს: „ნიკი ნიკი მასიური მკვლელობების განმახორციელებლების  ჩადენილ დანაშაულებს ვერ ხედავ? ნიკი ნიკი იმას ვერ დაფარავ, რომ გენოციდს მოაწერე ხელი“. ჰიუსტონის უნივერსიტეტს სტუდენტებმა შემდეგ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ,  Facebook-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისინი აცხადებენ, რომ პალესტინელი ხალხის წინაშე ნიკი ჰეილიმ დისკრიმინაციული პოზიცია დაიჭირა და უსამართლობის მიმართ თვალი დახუჭა.  ნიკი ჰეილიმ გაეროს უშიშროების საბჭოზე ღაზის სექტორში საპროტესტო აქციების დროს ისრაელის მხრიდან განხორციელებული ქმედებების შეფასების დროს განაცხადა, რომ მათ საკუთარი თავი დაიცვეს და მომხდარის წინააღმდეგ მაქსიმალურად შეიკავეს თავი.  14 მაისს,  შშ-ს მხრიდან საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის დღეს,  საპროტესტო აქციის მომწყობი პალესტინელების მიმართ ისრაელის სამხედროების მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 65  პალესტინელი დაიღუპა, 3000-ზე მეტი კი დაშავდა.



მსგავსი ინფორმაციები