კუბაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად მხოლოდ სამი ადამიანი გადარჩა

მათი მდგომარეობა მძიმეა

974420
კუბაში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად მხოლოდ სამი ადამიანი გადარჩა

კუბის დედაქალაქ ჰავანასთან    ბოინგ 737 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად მხოლოდ სამი ადამიანი გადარჩა. თვითმფრინავში კი სულ 104 მგზავრი და 9 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. ავიაკატასტროფის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტ,  მიგელ მარიო დიაზ-კანელ ბერმუდეზმა და სხვა მთავრობის წარმომადგენლებმა დანიშნულების ადგილზე ჩავიდნენ.  ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.



მსგავსი ინფორმაციები