თავდასხმა პარიზის ოპერის მოედანზე

4 დაჭრილიდან ორის მდგომარეობა მძიმეა

969507
თავდასხმა პარიზის ოპერის მოედანზე

 

პარიზის პოლიციის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთმა დანით შეიარაღებულმა პირმა, დედაქალაქის ოპერის მოედანთან ახლოს მდებარე რეგიონში თავდასხმა განახორციელა გამვლელებზე, რის შედეგადაც 4 კაცი დაიჭრა და მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

ფრანგული საზოგადოებრივი მაუწყებელი France Info აცხადებს, რომ თავდამსხმელი განეიტრალებულ იქნა პოლიციის მიერ.

პოლიცია თავდამსხმელის ვინაობის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა, ამასთან იუწყება, რომ შემთხვევის ადგილზე მივიდა პარიზის პროკურორი და ჟურნალისტებისათვის პრესკონფერენცია გამართა



მსგავსი ინფორმაციები