თვითმკვლელური ტერაქტი ბაზარში

არიან დაღუპულებიც

967831
თვითმკვლელური ტერაქტი ბაზარში

აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნებიდან,  სომალის ქვედა შაბალის რეგიონში  ერთ-ერთ ბაზარში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად წინასწარი მონაცემებით 15 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 10 ადმიანი დაშავდა. ქვედა შაბალის რაიონის გუბერნატორის მოადგილემ  აბდიფათაჰ  ჰაჯჯი აბდულლეიმ  ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქალაქ ვანლავეინიში ერთ-ერთ ბაზარში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად 15 სამოქალაქო დაიღუპა და სულ მცირე 10 ადამიანი დაშავდა. ამ ეტაპზე მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ ადგილობრივების ვარაუდით იგი ტერ ორგანიზაცია,  ეშ-შებაბმა განახორციელა.



მსგავსი ინფორმაციები