ესპანელებს სომხური გენოციდის არ სჯერა

ეს საკითხი გუშინ არ იქნა გატანილი დღის წესრიგში

950580
ესპანელებს სომხური გენოციდის არ სჯერა

 

ესპანეთის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განსახილველად არ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წლის მოვლენებს სომეხთა გენოციდად აღიარებს.

კატალონიის რესპუბლიკური მემარცხენე პარტიის (ERC) მიერ 2016 წელს წარმოდგენილი წინადადება ესპანეთის წარმომადგენლობითი ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გუშინ განიხილა და მისი დღის წესრიგში შეტანა არ იქნა მიღებული.

გუშინ გამართულ კენჭისყრაზე 1915 წლის მოვლენების გენოციდად ამღიარებელი რეზოლუციას უარყოფითი ხმა მისცა 17 დეპუტატმა, 9 დადებითი ხმა მისცა, ხოლო ამდენივემ კი თავი შეიკავა.

ეს იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში მესამე ინიციატივა, რომელიც ვერ განხორციელდა.

ადრე, ესპანეთის წარმომადგენელთა პალატამ და ესპანეთის სენატმაც უარყვეს მსგავსი რეზოლუციები



მსგავსი ინფორმაციები