სირიამ ისრაელის გამანადგურებელი ჩამოაგდო

გამანადგურებლის პილოტი ცოცხლად გადარჩა

907656
სირიამ ისრაელის გამანადგურებელი ჩამოაგდო

 

ისრაელის არმიის განცხადებით, სირიაში არსებული "ირანული სამიზნეების" დაბომბვის მიზნით აფრენილ მის თვითმფრინავებს საზენიტო ცეცხლი გაუხსნეს სირიის ძალებმა, რის შედეგადაც ისრაელის კუთვნილი ერთი F-16 ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

“სირიიდან აფრენილი ირანის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატი დაფიქსირებულ იქნა თუ არა ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ, იგი ჯერ კონტროლზე აიყვანეს, ხოლო შემდეგ, როგორც კი მან დაარღვია ისრაელის საჰაერო სივრცე, ჩამოაგდეს, ხოლო ამის პარალელურად საჰაერო თავდასხმა განახორციელეს სირიაში არსებულ ირანულ სამიზნეებზე, რომლის დროსაც ერთი F-16 დავკარგეთ“, აღნიშნულია ისრაელის არმიის განცხადებაში.  

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ სირიის მხრიდან ჩამოგდებული თვითმფრინავის პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და  ისრაელის მიწაზე დაეშვა რა, იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ხოლო ამის პარალელურად ინციდენტის გამოძიება დაიწყეს



მსგავსი ინფორმაციები