აშშ სალვადორელების დეპორტაციას აპირებს

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების სამინიტრომ, ქვეყანაში მცხოვრებ სალვადორელების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

884248
აშშ სალვადორელების დეპორტაციას აპირებს

აშშ-ს ხელისუფლებამ, 2001 წლის მიწისძვრის შემდეგ დროებითი ნებართვით დასახლებული დაახლოებით 200 ათასი სალვადორელის თავიანთ ქვეყანაში დასაბრუნებლად ან მათი დეპორტაციისთვის მუშაობა დაიწყო.

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების სამინიტრომ, ქვეყანაში მცხოვრებ სალვადორელების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მინისტრმა კრისტენ ნისლენმა ამ საკითხზე გადაწყვტილება მიიღო.

„სალვადორი, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელისუფლების ქვეშ „დროებითი დაცვის სტატუსის“ დამკარგავი მეოთხე ქვეყანა გახდა. სალვადორელებმა, სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული უცხოელებისათვის ჰუმანიტარული მხარდაჭერის პროგრამით ყველაზე მეტად ისარგებლეს“ -აღნიშნულია გაცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ სალვადორელებმა 2019 წლის სექტემბრამდე უნდა მოაწესრიგონ მიგრანტის მდგომარეობასთან დაკავშირებული ვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი დეპორტაცია მოხდება.

სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, სალვადორში მიწისძვრის კვალი და გავლენა აღარ არსებობს, რის გამოც ეს პირები თავიანთ სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.

ცენტრალური ამერიკის ქვეყანა სალვადორში 2001 წელში მომხდარი 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 944 ადამიანი დაიღუპა, 5 ათასზე მეტი კი დაშავდა.

ტრამპის ხელისუფლებამ 2017 წელში მსგავსი ფორმით სტიქიური უბედურებების შემდეგ აშშ-ში დასახლებული ჰონდურასელების, ნიკარაგუელებისა და ჰაიტელების აღნიშნული პროგრამების არ გაგრძელების გადაწყვტილება მიიღო. ნოემბერში გაკეთებულ განცხადებაში ჰაიტელებს ქვეყნის დასატოვებლად 18 თვიანი ვადა მისცეს.  

 



მსგავსი ინფორმაციები