ჯაკარტაში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება გააპროტესტეს

ჯაკარტაში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება გააპროტესტეს

870070
ჯაკარტაში იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება გააპროტესტეს

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, ამერიკის მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების საწინააღმდეგოდ  მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. მონსის მოედანზე გამართულ საპროტესტო აქციაში ათი ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეები, „იერუსალიმი მუსლიმანების არის“, „პალესტინელების გვერდით ვართ“, „თავისუფლება პალესტინას“  წარწერებიანი ტრანსფარანტებით გამოვიდნენ. ისინი ასევე ანტიამერიკულ სლოგანებსაც სკანდირებდნენ. აქციაზე სიტყვით გამოსულებმა პალესტინის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღმოსალეთ იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარების მხარდაჭერა გამოთქვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.



მსგავსი ინფორმაციები