ტერეზა მეიმ ბულგარელი კოლეგა მიიღო

განიხილეს ბალკანეთში არსებული ვითარება

866794
ტერეზა მეიმ ბულგარელი კოლეგა მიიღო

ინგლისის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ამ ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი ბულგარელი კოლეგა ბოიკო ბორისოვი მიიღო და განიხილეს ბალკანეთში არსებული ვითარება რა, ხაზი გაუსვეს მისი სტაბილურობის მნიშვნელობას მთლიანად ევროპისათვის.

ორივე ლიდერის პოზიცია დაემთხვა  რეგიონში თურქეთის როლის მნიშვნელობის საკითხში.  

ბორისოვმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთსა და ბულგარეთს შორის კარგი ურთიერთობები და აქტიური თანამშრომლობა გრძელდება ბრექსიტის შემდეგაც, განსაკუთრებით კი უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში.

მეიმ კი იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის სამიტზე დამტკიცებული იქნება ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ბრექსიტის მოლაპარაკებებში მიღწეული პროგრესი



მსგავსი ინფორმაციები