რომის პაპი მიანმარს ეწვია

აქედან იგი ბანგლადეშს გადავა

856052
რომის პაპი მიანმარს ეწვია

კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერი პაპა ფრანცისკა, შორეულ აღმოსავლეთის ორ სახელმწიფოს, მიანმარს და ბანგლადეშს გაემგზავრა.

სხვათა შორის, ეს არის რომის პაპის პირველი ვიზიტი ამ რეგიონში და პირველი გაჩერება მას მიანმარში ჰქონდა, რომელიც ეს ბოლო თვეები არაქანელი მუსლიმანების მიმართ განხორციელებული ძალადობითა და ხოცვა-ჟლეტით გამოირჩევა.

52 მილიონიან მიანმარში 620 ათასზე მეტი კათოლიკი ცხოვრობს და მათი წარმომადგენლები პაპს იანგონის აეროპორტში დახვდნენ, სადაც გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს მას.

კათოლიკეები მიანმარში ყველაზე მცირერიცხოვან რელიგიურ უმცირესობად ითვლებიან.

რომის პაპი მიანმარის პოლიტიკურ ლიდერებსაც შეხვდება და აქ დასრულებული ვიზიტის შემდეგ იგი ბანგლადეშს ეწვევა, სადაც ამჟამად თავს აფარებენ მიანმარიდან გამოქცეული არაქანელი მუსლიმანები.

პაპის ვიზიტი რეგიონში 2 დეკემბერს დასრულდება



მსგავსი ინფორმაციები