პუტინი სეპარატისტებს ტელეფონით დაუკავშირდა

განიხილეს ტყვეთა გაცვლის საკითხი

849096
პუტინი სეპარატისტებს ტელეფონით დაუკავშირდა

როგორც განაცხადა კრემლის პრეს სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა, პუტინი ტელეფონით დაუკავშირდა უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე და ცალმხრივად დამოუკიდებლობა გამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ლიდერებს, ალექსანდრე ზახარჩენკოს და იგორ პლოტნიცკის რა, განიხილეს ამ რეგიონებისა და უკრაინის მთავრობას შორის ტყვეთა გაცვლის საკითხები. საუბრის დროს პუტინმაც და სეპარატისტებმაც მხარი დაუჭირეს ტყვეთა ურთიერთგაცვლას და ეს უკანასკნელები ტყვეთა გაცვლის საკითხს დეტალურად განიხილავენ უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან. ამ დროს რუსულმა გაზეთმა RBK-მ დაწერა, რომ მხარეებს შორის ტყვეთა გაცვლა ახალ წლამდის მოხდება



მსგავსი ინფორმაციები