ნატო ავღანეთში დამატებით შენაერთებს გააგზავნის

ნატო ავღანეთში დამატებით შენაერთებს გააგზავნის

849025
ნატო ავღანეთში დამატებით შენაერთებს გააგზავნის

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ 2018 წლისათვის ავღანეთში ჯარების რაოდენობას 16 ათასამდე გაზრდიან. საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობისთვის, კანადაში მყოფმა სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი, ავღანეთში საგანმანათლებლო მისიის დასაკმაყოფილებლად დამატებით ძალებს გააგზავნის. მისივე თქმით საკითხთან დაკავშირებით ალიანსის წევრი ქვეყნებიდან შესაბამისი მხარდაჭერა უკვე მიიღეს. ამჟამად ავღანეთში ნატოს 13 ათასი ჯარისკაცი ჰყავს. ნატოს გენერალურმა მდივანმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ რეგიონში კატარი და არაბთა გაერთიანებული ემირატებიც გააგზავნიან შენაერთებს.



მსგავსი ინფორმაციები