სლოვენიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სლოვენიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

846344
სლოვენიას ახალი პრეზიდენტი ჰყავს

სლოვენიაში გუშინ გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა,  ბორუტ პაჰორმა გაიმარჯვა. სლოვენიის საარჩევნო კომისიის განცხადებით, ხმების 99,89%-ი უკვე დათვლილია და აქედან პაჰორმა ხმების 52,94%-ი მიიღო. არაოფიციალური მონაცემებით მეორე კანდიდატმა ქალაქ, კამნიკის მერმა, მარიან შარეცმა  კი ხმების 47,06% მიიღო. სლოვენიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 41,74% შეადგინა. საარჩევნო კომისიის მიერე არაოფიციალური მონაცემების გამოცხადების შემდეგ, პაჰორმა დედაქალაქ, ლუბლიანაში სიტყვით გამოვიდა და მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა. დამოუკიდებლობის 1991 წელს მომპოვებელ სლოვენიაში,  პრეზიდენტს მოსახლეობა ხუთი წლის ვადით ირჩევს.



მსგავსი ინფორმაციები