კატალონია, კრიტიკული დღე

დღეს არის მოსალოდნელი კატალონიის ავტონომიური ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადება

823632
კატალონია, კრიტიკული დღე

დღეს კრიტიკული დღეა კატალონიისთვის. დღეს არის მოსალოდნელი ესპანეთის აღმოსავლეთით, კატალონიის ავტონომიური ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადება.

კატალონიის პარლამენტი, 1 ოქტომბერს ჩატარებული დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ, შეაფასებს არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას.  

კატალონიის პრემიერმა პუიგდემონტმა, გასულ კვირას გაავრცელა განცხადება, რომ გამოაცხადებენ დამოუკიდებლობას.

ოპოზიციურმა პარტიებმა კი, განაცხადეს, რომ ცალმხრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემთხვევაში დატოვებენ დარბაზს.

ამავდროულად, საფრანგეთის ევროკავშირის საკითხებში მინისტრმა ნატალიე ლუიზუმ განაცხადა, რომ ცალმხრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ სცნობენ. ხოლო, გამოცხადების შემთხვევაში, მისი პირველი შედეგი იქნება ის, რომ კატალონია დატოვებს ევროკავშირს.



მსგავსი ინფორმაციები