ქარიშხალი ირმა სავარაუდოდ ტროპიკულ ქარიშხალად გადაიქცევა

ქარიშხალი ირმა სავარაუდოდ ტროპიკულ ქარიშხალად გადაიქცევა

804556
ქარიშხალი ირმა სავარაუდოდ ტროპიკულ ქარიშხალად გადაიქცევა

აშშ-ს, ფლორიდის შტატში მძვინვარე ქარიშხალ „ირმამ“ შესაძლებელია ტროპიკულ ქარიშხალად გადაიქცეს. შტატების სამხრეთ ნაწილში გუშინ 210 კილომეტრი სიჩქარით მძვინვარე ქარიშხალი მესამე კატეგორიიდან მეორე კატეგორიამდე დავიდა. აშშ-ს ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიუხედავად მისი სიჩქარის დაცემისა,  მაინც სახიფათოა. მათივე განცხადებით ფლორიდის ჩრდილოეთიდან, ჯორჯიის მიმართულებით მიმავალი ქარიშხალი შესაძლებელია ტროპიკულ ქარიშხალად გადაიზარდოს.  ქარიშხალმა ირმამ რომელ ტერიტორიებსაც გადაუარა დიდი მატერიალური ზიანი მიაყენა. ქარიშხალს ძლიერი წვიმებიც ახლავს, რაც ქალაქების დატბორვასაც იწვევს. ფლორიდაში ქარიშხლის შედეგად, 4 მილიონზე მეტი შენობა და დაწესებულება ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქარიშხალის შედეგად ფლორიდის შტატში ასევე კვირის ბოლს, 9 ათასზე მეტი ფრენებიც გაუქმდა. მეორეს მხრივ ქარიშხალ ირმას გამო, დაზიანებული მაიამის საერთაშორისო აეროპორტი დღესაც ჩაკეტილი იქნება. ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ამ დრომდე ქარიშხალის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. იგი სანამ აშშ-ში შეაღწევდა კარიბის ზღვის სანაპიროზე 28 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ქარიშხალმა ირმამ, აშშ-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია გამოიწვია. ამ ფაქტის გამო დაახლოებით 6,5 მილიონი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.



მსგავსი ინფორმაციები