ამერიკა, კორეის მიმართ ნავთობის ემბარგოს დაწესების მოთხოვნით გამოვიდა

ამერიკა, კორეის მიმართ ნავთობის ემბარგოს დაწესების მოთხოვნით გამოვიდა

802554
ამერიკა, კორეის მიმართ ნავთობის ემბარგოს დაწესების  მოთხოვნით გამოვიდა

აშშ, ბირთვული რაკეტების ტესტირებაზე უარის არ მთქმელ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს დაწესების მოთხოვნით გამოდის. აღნიშნული კანონპროექტი, აშშ-მ, გაეროს წევრ ქვეყნებს უკვე გადასცა და ისიც თხოვა, რომ მისი  კენჭისყრა 11 სექტემბერს გაიმართოს. ახალი კანონპროექტი ჩრდილოეთ კორეის მიმართ ნავთობის ემბარგოს, ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის უცხო ქვეყნებში არსებული აქტივების გაყინვას და მოგზაურობის აკრძალვას, ტექსტილის ექსპორტის და საზღვარგარეთ, ჩრდილოეთ კორეელი მუშების დასაქმების აკრძალვას ითვალისწინებს. ამერიკის შეთავაზების დასამტკიცებლად გაეროს მუდმივი წევრებიდან, აშშ-ს, რუსეთის, ჩინეთის, ინგლისის და საფრანგეთის ვეტოს უფლების გამოუყენებლობა და წევრი 15 ქვეყნიდან 9-ის მხარდაჭერაა საჭირო. ჩრდილოეთ კორეის მხრიდან განხორციელებული ბირთვული პროგრამის დამგმობელი რუსეთი და ჩინეთი, აშშ-ს შეთავაზებაზე თუ რა პოზიციას დაიჭერენ ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ორივე ქვეყანა კრიზისის დიალოგის გზით მოგვარების მომხრეა.



მსგავსი ინფორმაციები