ამერიკისადმი უნდობლობა გერმანელმა დიპლომატმაც გამოაცხადა

“აშშ-მა დასავლეთ სამყაროს ლიდერის სტატუსი დაკარგა“

742208
ამერიკისადმი უნდობლობა გერმანელმა დიპლომატმაც გამოაცხადა

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის მხრიდან აშშ-სადმი უნდობლობის გამოცხადების კვალდაკვალ ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზიგმარ გაბრიელმაც მსგავსი შინაარსის განცხადება გაავრცელა. გერმანულ ჟურნალ Der Spiegel-ის მიხედვით, გაბრიელი სიტყვით გამოვიდა ლტოლვილებისადმი მიძღვნილ ერთ ერთ შეკრებაზე და თქვა, რომ აშშ-მა დასავლეთ სამყაროს ლიდერის სტატუსი დაკარგა, ამიტომაც დასავლეთს თეთრი სახლის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსვლისკენ მოუწოდა, რადგან, ვაშინგტონის იზოლაციის პოლიტიკამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიოში არსებულ სიტუაციაზე. “ტრამპის პრეზიდენტად გახდომის შემდეგ საერთაშორისო არენაზე ძალთა ბალანსი შეიცვალა და დასავლეთი უფრო შემცირდა და დასუსტდა“, აღნიშნა გერმანელმა დიპლომატმა



მსგავსი ინფორმაციები