ტერაქტი ინგლისში

ტერაქტი ინგლისში

737217
ტერაქტი ინგლისში

 

ინგლისის ქალაქ მანჩესტერის ყველაზე დიდ საკონცერტო დარბაზში, მანჩესტერ  არენაზე გუშინ საღამოს მომხდარ აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა 50-ზე მეტი კი დაშავდა. ქვეყნის  პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ მომხდარი საზარელ თავდასხმად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომხდარის გამოკვლევა დეტალურად მიმდინარეობს. მეიმ დღეს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დაშავებულებს შორის ზოგიერთის მდგომარეობა მძიმეა. მისივე თქმით პოლიციამ თავდამსხმელის ვინაობა იცის, მაგრამ მის ტერ ორგანიზაციებთან კავშირს იკვლევს და ამის გამო არ ასაჯაროებს.   მეორეს მხრივ პრემიერმა 8 ივნისს გასამართი ვადამდელი არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიაც შეაჩერა. პოლიციის წყაროებით თავდამსხმელი ერთი ადამიანი იყო, რომელიც ტერაქტის განხორციელების შემდეგ ადგილზე გარდაიცვალა. თავდასხმა ამერიკელი მომღერლის არიანა გრანდის კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა. დაღუპულებს შორის ბავშვებიც არიან. მომხდარის ადგილას სასწრაფო სამედიცინო სამსახურის და პოლიციის ეკიპაჟები იქნენ მივლენილი. წინასწარი ვარაუდით თავდასხმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. მომხდარის შემდეგ დედაქალაქ ლონდონში კრიზისის მაგიდა შეიქმნა. გუშინდელი ამბის შემდეგ აშშ-ს ლონდონის საელჩომ ინგლისში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მათთან დაკავშირებისკენ მოუწოდა.

მეორეს მხრივ რუსულმა საინფორმაციო სააგენტო TASS-ის მიერ ერაყულ მედიაზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნა, რომ ტერაქტი ტერ ორგანიზაცია DEAŞ-მა განახორციელა.



მსგავსი ინფორმაციები