კოლუმბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

კოლუმბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

707166
კოლუმბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

კოლუმბიის პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოსის განცხადებით, ქალაქ მოკოაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 293-ს მიაღწია. „სამწუხაროდ წყალდიდობის შედეგად დაღუპულების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ბოლო მონაცემებით 293 ადამიანი დაიღუპა და მათ შორის 195-ს ცხედარი ოჯახებს უკვე გადაეცა,“ განაცხადა სანტოსმა.  პრეზიდენტმა წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა და აღნიშნა, რომ მომხდარის შედეგად დაშავებულების რიცხვმა 332-ს მიაღწია და მათ შორის 119 მკურნალობის შემდეგ უკვე გაეწერა. მეორეს მხრივ სანტოსმა სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებულ განცხადებაში წყალდიდობის შემდეგ  არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.



მსგავსი ინფორმაციები