საფრანგეთში გუშინ მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ტერორთან კავშირი არ აქვს

საფრანგეთში, გრასის რეგიონში, გუშინ ლიცეუმზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც სკოლის დირექტორის ჩათვლით 8 ადამიანი დაშავდა, ტერორთან კავშირი არ აქვს

693365
საფრანგეთში გუშინ მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას ტერორთან კავშირი არ აქვს

საფრანგეთში, გრასის რეგიონში, გუშინ ლიცეუმზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, რომლის შედეგადაც სკოლის დირექტორის ჩათვლით 8 ადამიანი დაშავდა, ტერორთან კავშირი არ აქვს.

განცხადება აღნიშნულის თაობაზე პროკურორმა ფაბიენ ატზორიმ გააკეთა. მისი თქმით, არც ერთი კავშირი და მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ 17 წლის მოსწავლის მიერ სკოლაზე განხორცილებული თავდასხმა ტერაქტია.

პროკურორის განცხადებით, ისე ჩანს, რომ თავდასხმის მიზეზი ამ ახალგაზრდის სხვა მოსწავლეებთან არსებული პრობლემები იყო. მისივე თქმით, 17 წლის ახალგაზრდა „მკვლელობის მცდელობის“ ბრალდებით დააკავეს.

თავდამსხმელს თოფი, რამდენიმე პისტოლეტი და ხელნაკეთი ბომბი აღმოაჩნდა.

ამავდროულად სატელევიზიო არხ BFM-ს ცნობით, მიმდინარეობს ახალგაზრდის ოჯახის წევრების დაკითხვა.  

გუშინ თავდასხმის შემდეგ მთავრობამ რეგიონში ტერაქტის თაობაზე გაფრთხილება გააკეთა.


საკვანძო სიტყვები: #საფრანგეთი , #თავდასხმა , #ლიცეუმი

მსგავსი ინფორმაციები