ტრაგედია ადის აბებას ნაგავსაყრელში

მეწყერს 46 ადამიანი ემსხვერპლა

690073
ტრაგედია ადის აბებას ნაგავსაყრელში

ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებას  ნაგავსაყრელში წარმოქმნილმა მეწყერმა 46 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რომელთა შორის 32 ქალია, ხოლო ამის პარალელურად 15 სახლი დაინგრა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ მსგავსი ტრაგედიის თავიდან აცილების მიზნით ახლო-მახლო მცხოვრებლების ევაკუაცია მოახდინა.

მეწყერის ქვეშ სავარაუდოდ დარჩენილების გადარჩენის მიზნით კი ადგილზე მუშაობენ სამაშველო და საძიებო ეკიპაჟები.

50 წელია რაც ადის-აბებაში მცხოვრები მილიონობით ოჯახის ნაგავი ხსენებულ ნაგავსაყრელში იყრება და აქ ყოველდღიურად ასობით ადამიანი მუშაობს



მსგავსი ინფორმაციები