წყალდიდობა ჩილეში

ოთხ მილიონ ადამიანს სასმელი წყალი აღარ მიეწოდება.

682324
წყალდიდობა ჩილეში

სამხრეთ ამერიკული ქვეყნებიდან ჩილეში ძლიერი წვიმების გამო წარმოქმნილი წყალდიდობის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაკარგულად არის გამოცხადებული. დედაქალაქ სანტიაგოში ძლიერი წვიმების შედეგად დაახლოებით ოთხ მილიონ ადამიანს სასმელი წყალი აღარ მიეწოდება. ჩილეს პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა სოციალურ ქსელ twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ძლიერი წვიმების შედეგად საშიშ ზონაში დარჩენილი 400 ადამიანის გადარჩენის სამუშაოები გრძელდება.



მსგავსი ინფორმაციები