მეხანძრეების აქციები საბერძნეთში

მეხანძრეებმა ადგილობრივი რეფორმების სამინისტრო შენობა შტურმით აიღეს

668737
მეხანძრეების აქციები საბერძნეთში

საბერძნეთში, მოქმედი ხელშეკრულების გაუგრძელებლობის გამო მეხანძრეებმა  ადგილობრივი რეფორმების სამინისტრო შენობა შტურმით აიღეს. დედაქალაქ ათენში დაახლოებით ათასმა მეხანძრემ სტიგმას მოედანზე აქცია გამართეს. ანტისამთავრობო ლოზუნგებით გამოსული მეხანძრეები, მთავრობის ბინის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობდნენ, რის გამოც მათ პოლიციამ წინააღმდეგობა გაუწია რა, მეხანძრეებმა იქვე მდებარე ადგილობრივი რეფორმების სამინისტროს ბინა შტურმით აიღეს. აქციის მონაწილეები რეფორმების მინისტრ ოლგა გერვასილიესთან შეხვედრას ითხოვდნენ, მაგრამ მათ ეს ვერ მოახერხეს. საბერძნეთში ხუთი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულებით, სამუშაოზე აყვანილი მოქალაქეები მისი  გაუგრძელებლობის და შტატებში ჩაუსმელობის გამო, სამუშაოს დაკარგვას შიშობენ. ქვეყანაში დაახლოებით 8 წელია მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის გამო მთავრობა ძირითადად სახელმწიფო დაწესებულებებში ქამრის მოჭერის პოლიტიკას მკაცრად აკონტროლებს. საბერძნეთი ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე მაღალი დონის უმუშევრობით გამოირჩევა.  



მსგავსი ინფორმაციები