ტრამპმა ამერიკელი ჯარისკაცები მოინახულა

მან მხარდაჭერა გამოთქვა ნატოსადმი

666864
ტრამპმა ამერიკელი ჯარისკაცები მოინახულა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გუშინ, ფლორიდის ქალაქ ტემპაში მოქმედი აშშ-ს ცენტრალური ძალების სარდლობა, CENTCOM-ი მოინახულა და ჯერ ჯარისკაცებთან ერთად ისადილა, შემდეგ კი ოფიცრების წინაშე სიტყვით გამოვიდა რა, მხარდაჭერა გამოთქვა ნატოსადმი, როცა ადრე გავრცელებულ განცხადებაში ნატოს მოძველებული და ყავლ გადასული ორგანიზაცია უწოდა, ხოლო ამის პარალელურად ნატოს წევრ ქვეყნებს ფინანსური ვალდებულებების თავის დროზე დაფარვა მოსთხოვათ.

მანვე შეაქო კოალიციის მხრიდან DEAŞ-ის წინააღმდეგ წარმოებული ანტიტერორისტული ბრძოლა და გამოთქვა რწმენა, რომ მოკავშირე ძალები გაანადგურებენ ხსენებულ ტერ ორგანიზაციას.

ტრამპმა ყურადღება გაამახვილა რა ასევე ქვეყნის თავდაცვის სფეროში არსებულ ზოგიერთ ნაკლოვანებებზე, თქვა, რომ ამ სფეროში დიდ ინვესტიციებს ჩადებენ, ხოლო ამის პარალელურად მხარდაჭერას აღმოუჩენენ იმ ქვეყნებსაც, რომლებიც თავდაცვის და თავისუფლებების საკითხებში ამერიკის გვერდით დადგებიან



მსგავსი ინფორმაციები