ხანძარი ჩილეში

ხანძრის შედეგად 238 ათასი ჰექტარი ტყის მასა განადგურდა

659806
ხანძარი ჩილეში

სამხრეთ ამერიკის ქვეყნებიდან ჩილეში გაუკონტროლებელი ტყის ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ჩილეს შინაგან საქმეთა მინისტრის მარიო ფერნანდესის განცხადებით, ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი პოლიციელი და ოთხი სახანძრო სამსახურის პერსონალი დაიღუპა. მისივე თქმით ამ ფაქტის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ხოლო 4000-ზე მეტის ევაკუაცია განხორციელდა. ჩილეს ეროვნული სატყეო ასოციაციის განცხადებით, ხანძრის შედეგად 238 ათასი ჰექტარი ტყის მასა განადგურდა. ჩილეს მთავრობამ აშშ-ს, კანადას, მექსიკას, არგენტინას, ბრაზილიას, ურუგვაის და პერუს ხანძრის ჩასაქრობად დახმარება სთხოვა.  



მსგავსი ინფორმაციები