ევროკავშირი ტრამპს უპირისპირდება

“აშშ-ს საელჩო ტელ ავივში უნდა დარჩეს“

652999
ევროკავშირი ტრამპს უპირისპირდება

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი მკაცრად შეეწინააღმდეგა აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სურვილს, რომ ამერიკის ისრაელში მოქმედი საელჩო ტელ ავივიდან იერუსალიმში გადაიტანონ.

“აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანა არაბულ სამყაროში ახალ პრობლემებს წარმოქმნის და ჩვენ მის საწინააღმდეგოდ ჯერ ჯერობით რაიმე ნაბიჯი არ გადაგვიდგია. ჩვენ ყველანი უნდა მოვერიდოთ ცალმხრივ ისეთ მოქმედებებს, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის ერთ ნაწილში აღშფოთებას გამოიწვევს“, ხაზგასმით განაცხადა მოგერინმა.

მისივე თქმით ისინი მხარს უჭერენ გაეროს იმ რეზოლუციას, რომელიც ეწინააღმდეგება აშშ-ს სელჩოს ტელ ავივიდან იერუსალიმში გადატანას და ევროკავშირის წარმომადგენლობასაც არავითარ შემთხვევაში არ გადაიტანენ იერუსალიმში   



მსგავსი ინფორმაციები