უკრაინა ემბარგოს უწესებს რუსულ პროდუქციას

რუსული საქონლის უკრაინაში შესვლის აკრძალვა გაგრძელდება 2018 წლის 1 იანვრამდე

527767
უკრაინა ემბარგოს უწესებს რუსულ პროდუქციას

უკრაინამ, რუსულ პროდუქციაზე ემბარგოს ვადა 2018 წლამდე გააგრძელა.

რუსეთის მხრიდან, უკრაინის პროდუქციის ტრანზიტით გატანის აკრძალვის საპასუხოდ, უკრაინის მინისტრთა საბჭოს რუსულ პროდუქციაზე ემბარგოს ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება გავრცელდა ინტერნეტის ოფიციალურ ვებ გვერდში.

 მისი მიხედვით, რუსული საქონლის უკრაინაში შესვლის აკრძალვა გაგრძელდება 2018 წლის 1 იანვრამდე.

უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთმა 1 ივლისიდან დამატებითი შეზღუდვები მოახდინა უკრაინული საქონლის ტრანზიტულ გატარებაზე და ამ შეზღუდვებმა უარყოფითი გავლენა იქონია უკრაინის ყაზახეთსა და ყირგიზეთში პროდუქციის გატანაზე.
სწორედ ამის თაობაზე მოახდინა უკრაინის მთავრობამ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთზე დაწესებული ემბარგოს, რომლის დასრულებაც 2016 წლის 5 აგვისტოსთვის იყო გათვალისწინებული, 2018 წლამდე გაგრძელება.



მსგავსი ინფორმაციები