ბანგლადეშში მოკლული მძევლებიდან შვიდი იაპონიის მოქალაქა

ბანგლადეშში მოკლული მძევლებიდან შვიდი იაპონიის მოქალაქა

523059
ბანგლადეშში  მოკლული მძევლებიდან შვიდი იაპონიის მოქალაქა

გუშინ ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში, ერთ-ერთ კაფეში დაახლოებით 35 ადამიანი მძევლად აიყვანეს რა, მოკლულ 20 მძევალს შორის 7 იაპონიის მოქალაქე გახლდათ. ამის შესახებ ინფორმაცია იაპონიის მთავრობის პრესმდივანმა, იოშიჰიდე სუგამ განაცხადა და აღნიშნა, რომ გარდაცვლილებს შორის ხუთი მამაკაცია, ხოლო ორი ქალია. მისივე თქმით მძევლად მთლიანობაში რვა იაპონელი იყო აყვანილი, მაგრამ სპეცოპერაციის დროს  ერთი გადარჩენილ იქნა, რომელიც დაჭრილია და  სავადმყოფოშია გადაყვანილი. ამჟამად გარდაცვლილ მძევლებს შორის 9 იტალიის, 7 იაპონიის და ერთი ინდოეთის მოქალაქეა, დანარჩენის ვინაობის დადგენა კი გრძელდება. შეგახსენებთ, რომ ბანგლადეშის დედაქალაქ დაკაში დეაშის  ტერორისტებმა თავს დაესხნენ დიპლომატიურ ზონაში მდებარე ერთ-ერთ კაფეს. პოლიციასა და ტერორისტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი პოლიციელიც დაიღუპა.

ბანგლადეშში მომხდარი ტერორისტული აქტი თურქეთმაც დაგმო. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა რომელშიც ნათქვამია: „დაკაში დიპლომატიურ ზონაში მდებარე ერთ-ერთ კაფეში მომხდარ თავდასხმას მკაცრად ვგმობთ. მომხდარის შედეგად ბანგლადეშის ხალხს და დაღუპულების ოჯახებს ვუსამძიმრებთ, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ.“



მსგავსი ინფორმაციები