დაკკაში მძევლების კრიზისი დასრულდა

ოპერაციის დროს ლიკვიდირებულ იქნა 6 ტერორისტი

522731
დაკკაში მძევლების კრიზისი დასრულდა

ბანგლადეშის დედაქალაქ დაკკაში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები თავს დაესხნენ დიპლომატიურ ზონაში მდებარე ერთ რესტორანს და წარმოქმნილ შეტაკებაში 2 პოლიციელთან ერთად 20 კაცი დაიღუპა, ხოლო ლიკვიდირებულ იქნა 6 ტერორისტი.

ბოევიკებმა თავდასხმის დროს შესძლეს 20-მდე კაცის მძევლად აყვანა, რომელთა შორის უცხოელებიც იყვნენ და ამიტომ ხსენებულ უბანს ალყა შემოარტყეს ძალოვანებმა, ხოლო 100-მდე სპეცრაზმელმა კი მძევლების გასათავისუფლებლად ოპერაცია დაიწყო.

ბოლო ინფორმაციებით სპეცრაზმელებმა ტერორისტები გააუვნებელყვეს და შესძლეს მძევლების გათავისუფლება, რომელთა შორის რამდენიმე დაიჭრა და ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

დაჭრილთა რაოდენობის შესახებ  ჯერ ჯერობით რაიმე ინფორმაცია არ გავრცელებულა



მსგავსი ინფორმაციები