ბერგენთან კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა

მგზავრების ბედის შესახებ ჯერ ჯერობით არაფერია ცნობილი

481061
ბერგენთან კატასტროფა განიცადა ვერტმფრენმა

ნორვეგიიდან გავრცელებული ინფორმაციებით ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ ბერგენთან ზღვაში ჩამოვარდა ერთ ერთი ნავთობ კომპანიის კუთვნილი სამგზავრო ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 12 კაცი იმყოფებოდა და მათი ბედის შესახებ ჯერ ჯერობით არაფერია ცნობილი.

თვითმხილველთა ცნობით რეგიონში ჯერ მძლავრი აფეთქების ხმა გაისმა, შემდეგ კი ზღვაზე  ვერტმფრენის ნამსხვრევები დაინახეს.

ამავე ცნობით კატასტროფის ადგილს გაემგზავრნენ მრავალრიცხოვანი საძიებო და სამაშველო ეკიპაჟები  



მსგავსი ინფორმაციები