ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტა რუსეთს
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს წერილობითი განცხადებით, რუსეთისთვის განკუთვნილმა An-26-ი ტიპის თვითმფრინავმა, ფინეთის ყურის კუნძულ ვაინდლოს მიმდებარე რეგიონში ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავის, მათი საჰაერო სივრცის დარღვევის მოტივით, ნოტა მისცა რუსეთს.
ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს წერილობითი განცხადებით, რუსეთისთვის განკუთვნილმა An-26-ი ტიპის თვითმფრინავმა, ფინეთის ყურის, კუნძულ ვაინდლოს მიმდებარე რეგიონში ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.
ამავე განცხადებით, მაშინ, როცა, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავს უნდა გაევლო საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, ერთ წუთზე ნაკლებ ხანს დაჰყო ესტონეთის სივრცეში. პილოტებს კონტაქტი არ დაუმყარებიათ ესტონეთის ავიაციის სამსახურთან.
განვითარებული მოვლენის საფუძველზე, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიძახა რუსეთის ტალინის საელჩოს წარმომადგენელი და საპროტესტო ნოტა მისცა.
მსგავსი ინფორმაციები
ქუვეითში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა
ქუვეითში გაჩენილი ხანძრის შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა