ხარკოვში რეფერენდუმი არ ჩატარდება

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში რეფერენდუმი არ გაიმართება

65676
ხარკოვში რეფერენდუმი არ ჩატარდება



უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონების ფედერალურ სიისტემაზე გადასვლისათვის მებრძოლი ”სამხრეთ-აღმოსავლეთის მოძრაობის საკოორდინაციო საბჭოს” წევრმა იური აპუჰტინმა განაცხადა, რომ დღეს ხარკოვში ამ საკითხზე რეფერენდუმი არ ჩატარდება. მან აღნიშნა: ”ხარკოვში 11 მაისის რეფერენდუმისათვის მზად არ ვართ. ხარკოვის, ლუგანსკისა და დონეცკის საერთო საკითხში შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ და სამწუხაროდ, ჩამოვშირდით. ამის გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, 11 მაისს ხარკოვში რეფერენდუმი არ ჩატარდეს”.

შეგახსენებთ, რომ მანამდე აპუჰტინი ავრცელებდა განცხადებას, რომლის თანახმადაც, დონეცკსა და ლუგანსკთან ერთად ხარკოვშიც გაიმართებოდა რეფერენდუმი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები