იტალიაში ჰიდროელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა

იტალიაში ჰიდროელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა

2126565
იტალიაში ჰიდროელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა

იტალიაში, სუვიანას ტბაზე, ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

იტალიური სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, აფეთქება მოხდა შუადღისას ადგილობრივი დროით 15:00 საათზე ენერგოკომპანია Enel-ის ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც მდებარეობს სუვიანას ტბაზე, აპენინის მთებში და წარმოადგენს საზღვარს ემილია რომანასა და ტოსკანის რეგიონებს შორის.

ბოლონიის გუბერნატორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ელექტროსადგურზე მომუშავე 4 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა, ხოლო დაკარგულთა რაოდენობა სამია.

პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ელექტროსადგურზე აფეთქების შედეგად გაჩნდა ხანძარი და სახანძრო ბრიგადას გაუჭირდა ცეცხლის ჩაქრობა განსაკუთრებით მე-9 სართულზე, სადაც ტრანსფორმატორებია განთავსებული.

აღინიშნა, რომ ელექტროსადგურზე პასუხისმგებელმა ენერგეტიკულმა კომპანია Enel-მა დაიწყო გამოძიება იმის თაობაზე, თუ რატომ და როგორ მოხდა აფეთქება.

იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯორჯია მელონიმ X-ით გაკეთებულ პოსტში განაცხადა, რომ აფეთქების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს შეშფოთებით ადევნებს თვალს.



მსგავსი ინფორმაციები