DİHA-ს ტესტები წარმატებით გრძელდება

DİHA-ს ტესტები წარმატებით გრძელდება

2126029
DİHA-ს ტესტები წარმატებით გრძელდება

ვერტიკალური აფრენა-დაფრენის უპილოტო საფრენი აპარატის (DİHA) Bayraktar-ის ტესტები წარმატებით გრძელდება.

DİHA-ს შეუძლია შეასრულოს ავტომატური საკრუიზო ფრენა, პირდაპირი დაშვება და ნახევრად ავტონომიური საკრუიზო ფრენა.

Bayrak-ის მიერ შემუშავებული ვერტიკალური დაშვებისა და აფრენის უპილოტო საფრენი აპარატის სისტემა KALKAN DİHA-მ, 30-ე სატესტო ფრენა განახორციელა.

სისტემის იდენტიფიკაციის ტესტები წარმატებით ჩატარდა, ბაიკარის ფრენის სასწავლო და ტესტირების ცენტრში ედრირნეს, ქეშანის რაიონში.

Bayraktar KALKAN DİHA ტესტის ფარგლებში 14 ათას 500 ფუტის სიმაღლეზე ავიდა და 70 საათიანი წარმატებული ფრენა განახორციელა.

DİHA, რომელსაც ასაფრენი ბილიკი არ სჭირდება, ძალას 4 ელექტროძრავისა და 1 დაბალმოხმარების ბენზინის ძრავისგან იღებს.

ელექტროძრავებით ვერტიკალურად აფრენის შემდეგ ის გადადის საკრუიზო ფრენის რეჟიმში და მუშაობს მხოლოდ ბენზინის ძრავით.

DİHA, რომელსაც ასევე აქვს უკიდურესად სწრაფი მანევრირების, ვიწრო სივრცეში მისიის სწრაფად დაწყების და ასაფრენი ბილიკის გარეშე აფრენის უნარი, ამ მახასიათებლებით გამოყენებული იქნება საჰაერო დაკვირვების და ფარული მისიებისთვის  ჩატარებულ სამუშაოებში.



მსგავსი ინფორმაციები