თურქეთში ბოლო 3 თვის განმავლობაში 9 ათას 355 მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ბოლო 3 თვის განმავლობაში 9 ათას 355 მიწისძვრა მოხდა

2122564
თურქეთში ბოლო 3 თვის განმავლობაში 9 ათას 355 მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ბოლო 3 თვის განმავლობაში 9 ათას 355 მიწისძვრა მოხდა.

თურქეთი არის ქვეყანა, სადაც მსოფლიოში ყველაზე მეტი მიწისძვრის აქტიური რღვევის ხაზი მდებარეობს. მიწისძვრის საშიშროება თითქმის მთელ თურქეთშია. მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში 9 ათასზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა. იმ პროვინციებში, სადაც საუკუნის სტიქია მოხდა, ამ პერიოდში 4 ათას 771 მიწისძვრა მოხდა. აღინიშნა, რომ შესაძლო მიწისძვრა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს მარმარაში, სადაც 4 და მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრები ხდება.

1500-იანი წლებიდან თურქეთში 7 და მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის 23 მიწისძვრა მოხდა.

თურქეთი ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ანატოლიის რღვევის ხაზებით მიწისძვრის ზონაში მდებარეობს.

მიმდინარე წლის იანვრიდან თურქეთში 9 ათას 355 ბიძგი, 4 და მეტი მაგნიტუდის სიმძლავრის 40 მიწისძვრა დაფიქსირდა.

წლის ბოლომდე დაახლოებით 35 ათასი მიწისძვრაა მოსალოდნელი.


საკვანძო სიტყვები: #მიწისძვრა , #თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები