ფლორიდაში 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომა აიკრძალება

ფლორიდაში 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომა აიკრძალება

2120631
ფლორიდაში 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომა აიკრძალება

ამერიკის შეერთებული შტატების ფლორიდის შტატის გუბერნატორმა რონ დესანტისმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების წვდომის შეზღუდვას სოციალურ ქსელებზე.

დესანტისმა გააკეთა განცხადება კანონის შესახებ, რომელიც კრძალავს 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელებში ანგარიშების გახსნას და საშუალებას აძლევს 14-15 წლის ბავშვებს მშობლების თანხმობით გახსნან ანგარიშები.

გუბერნატორმა განაცხადა, რომ სოციალური ქსელები ბავშვებს სხვადასხვა გზით დეპრესიით, თვითდაზიანების მიყენებით და თვითმკვლელობით აყენებს ზიანს ბავშვებს.

მანვე თქვა, რომ კანონი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების ასაკობრივი გადამოწმების ფუნქციით პორნოგრაფიულ ვებგვერდებზე წვდომის აკრძალვას, მშობლებს შვილების დაცვის შესაძლებლობას მისცემს.

კანონი, სავარაუდოდ, 2025 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში.

25 იანვარს, ფლორიდის შტატის წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავდა 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური ქსელის გამოყენებას, მშობლის თანხმობის მიუხედავად, მაგრამ დესანტისმა კანონპროექტს ვეტო დაადო იმ მოტივით, რომ იგი არღვევდა მშობლის უფლებებს.


საკვანძო სიტყვები: #სოციალური ქსელი , #ფლორიდა , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები