მსოფლიო ბოლო წლების უძლიერესმა გეომაგნიტურმა ქარიშხალმა შეძრა

მსოფლიო ბოლო წლების უძლიერესმა გეომაგნიტურმა ქარიშხალმა შეძრა

2119741
მსოფლიო ბოლო წლების უძლიერესმა გეომაგნიტურმა ქარიშხალმა შეძრა

მსოფლიო ბოლო წლების უძლიერესმა გეომაგნიტურმა ქარიშხალმა შეძრა.

ოკეანისა და ატმოსფეროს კვლევის ეროვნულმა სამმართველომ (NOAA) მზეზე მომხდარი აფეთქების შესახებ განცხადება გააკეთა.

განცხადებაში გაკეთებულია გაფრთხილება, რომ გეომაგნიტურმა ქარიშხალმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ელექტრონულ მოწყობილობებში და რომ შესაძლოა იყოს პრობლემები GPS-თან (გლობალური პოზიციონირების სისტემა) დაკავშირებით.

ასეთი შტორმები, როგორც წესი, წარმოიქმნება მზიდან დედამიწაზე ჩამოსული დამუხტული ნაწილაკების ატმოსფეროსთან ურთიერთქმედების შედეგად და შეიძლება გამოიწვიოს მაგნიტური ქარიშხალი.

ქარიშხალი დედამიწაზე 20-ჯერ დიდი ლაქიდან გამოვიდა. რამდენიმე დღის წინ მზეზე აფეთქებამ გამოიწვია ნაწილაკების მასიური ნაკადი პირდაპირ დედამიწისკენ.

მეცნიერებმა, რომლებიც აკვირდებიან გეომაგნიტურ შტორმებს, იწინასწარმეტყველეს, რომ ამ მოვლენის შემდეგ პლანეტაზე მზის ქარიშხალი შეიძლება მოხდეს. თუმცა, არ იყო ნაწინასწარმეტყველები, რომ ასეთი ძლიერი ქარიშხალი იქნებოდა.

ასტრონომები აცხადებენ, რომ მზეზე აფეთქებები თანდათან გაიზრდება და პიკს რამდენიმე წელიწადში მიაღწევს.



მსგავსი ინფორმაციები