bayraktar akıncı-დან iha-230 რაკეტით ორმაგი გასროლა
bayraktar akıncı-დან iha-230 რაკეტით ორმაგი გასროლა
Baykar-ის ადგილობრივმა მოიერიშე უპილოტო საჰაერო აპარატმა (TİHA) Bayraktar AKINCI-მ კიდევ ერთხელ გაანადგურა სამიზნე სიზუსტით Roketsan-ის მიერ შექმნილი ზებგერითი რაკეტით İHA-230.
Baykar-ის განცხადების თანახმად, თავდაცვის მრეწველობის სამმართველოს ხელმძღვანელობით წარმოებული Bayraktar AKINCI-ს პროექტის ფარგლებში Baykar-ის მიერ შექმნილ Bayraktar AKINCI TİHA-ზე ადგილობრივი წარმოების ახალი საბრძოლო მასალისა და სისტემების ინტეგრაცია წარმატებით გრძელდება.
Bayraktar AKINCI TİHA-მ Roketsan-ის მიერ შექმნილი თურქეთის პირველი ჰაერი-ხმელეთი ზებგერითი რაკეტა KKS/ANS მართვადი İHA -230-ით მორიგი სროლის ტესტირება წარმატებით დაასრულა.
Bayraktar AKINCI, რომელიც აფრინდა თექირდაღის ჩორლუს რაიონში მდებარე AKINCI-ს ფრენის მომზადებისა და ტესტირების ცენტრიდან ფრთებზე 2 ერთეული İHA-230-ით, გაემართა სინოპში შორ მანძილზე სროლის ტესტის ჩასატარებლად.
Bayraktar AKINCI-ის სინოპის საცეცხლე ზონაში 38 ათასი ფუტის სიმაღლიდან გასროლილმა İHA-230 ზებგერითმა რაკეტებმა, შავი ზღვის სანაპიროდან 100 კილომეტრის დაშორებით სამიზნე ზუსტი დარტყმით გაანაგურა.
მსგავსი ინფორმაციები
აშშ: „ატომური იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებას მხოლოდ ადამიანი მიიღებს“
აშშ: „ატომური იარაღის გამოყენების გადაწყვეტილებას მხოლოდ ადამიანი მიიღებს“