ჩინეთის, რუსეთისა და ირანის საზღვაო ძალებმა ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

ჩინეთის, რუსეთისა და ირანის საზღვაო ძალებმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყეს ომანის ყურესთან

2114010
ჩინეთის, რუსეთისა და ირანის საზღვაო ძალებმა ერთობლივი წვრთნები დაიწყეს

ჩინეთის, რუსეთისა და ირანის საზღვაო ძალებმა ერთობლივი საზღვაო წვრთნები დაიწყეს ომანის ყურესთან.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნები სახელწოდებით „უსაფრთხოების კავშირი-2024“ 11-15 მარტს გაიმართება და „მიზნად ისახავს რეგიონალური საზღვაო უსაფრთხოების ერთობლივ დაცვას“.

აღსანიშნავია, რომ წვრთნები ტარდება იმ დროს, როდესაც რეგიონში დაძაბულობა გამწვავებულია ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წითელ ზღვაზე გამავალ სავაჭრო გემებზე და ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურობით კოალიციის ძალების იემენზე თავდასხმებით.

წვრთნები გასულ წელს ჩატარდა სახელწოდებით „უსაფრთხოების კავშირი-2023“.



მსგავსი ინფორმაციები