აშშ აცხადებს, რომ თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა შეესაბამება მათ ინტერესებს

აშშ აცხადებს, რომ თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა შეესაბამება მათ ინტერესებს

2092885
აშშ აცხადებს, რომ თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა შეესაბამება მათ ინტერესებს

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თურქეთისთვის F-16-ების მიყიდვა შეესაბამება მათი, თურქეთის და ნატოს სხვა მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა თურქეთისთვის F-16-ის მიყიდვის საკითხი შეაფასა.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავიდანვე მხარს უჭერდა თურქეთის F-16 ფლოტის მოდერნიზაციას.

"ეს (F-16-ის გაყიდვა) გაზრდის თავსებადობას ნატოს ფარგლებში და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება. კონგრესს აქვს მნიშვნელოვანი როლი უცხო ქვეყნებისთვის იარაღის მიყიდვაში და ჩვენ ვმუშაობთ კონგრესთან ამ საკითხზე". - თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


საკვანძო სიტყვები: #F-16 , #თურქეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები