აშშ-მა მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსეთიდან ურანის იმპორტს

აშშ-მა მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსეთიდან ურანის იმპორტს

2075805
აშშ-მა მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს რუსეთიდან ურანის იმპორტს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში დამტკიცდა რუსეთიდან ურანის იმპორტის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი.

მის მიხედვით, კანონპროექტის ძალაში შესვლიდან 90 დღის შემდეგ, გამონაკლისების გარდა რუსეთიდან ურანის იმპორტი აიკრძალება.

აღინიშნა, რომ კანონპროექტი მოიცავს გამონაკლისებს, რომლებიც უშვებს რუსეთიდან დაბალ დონის გამდიდრებული ურანის იმპორტს, თუ აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი დაადგენს, რომ არ არსებობს ბირთვული რეაქტორის ან აშშ-ის ბირთვული ენერგიის კომპანიის მუშაობის ალტერნატიული წყარო, ან თუ გადაზიდვა შეესაბამება ეროვნულ ინტერესს.

იმისათვის, რომ კანონპროექტი შევიდეს ძალაში, ის ასევე უნდა დაამტკიცოს სენატმა და ხელი მოაწეროს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.


საკვანძო სიტყვები: #ურანი , #რუსეთი , #აშშ

მსგავსი ინფორმაციები