SIPRI-ის თავდაცვის ინდუსტრიის 100 საუკეთესო კომპანიის სიაში 4 თურქული კომპანია შევიდა

SIPRI-ის თავდაცვის ინდუსტრიის 100 საუკეთესო კომპანიის სიაში 4 თურქული კომპანია შევიდა

2072373
SIPRI-ის თავდაცვის ინდუსტრიის 100 საუკეთესო კომპანიის სიაში 4 თურქული კომპანია შევიდა

სტოკჰოლმის მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) თავდაცვის ინდუსტრიის 100 საუკეთესო კომპანიის სიაში 4 თურქული კომპანია შევიდა.

SIPRI-მ გაავრცელა თავდაცვის ინდუსტრიის ტოპ 100 კომპანიის სია, რომლებმაც გაყიდეს ყველაზე მეტი იარაღი და სამხედრო მომსახურება 2022 წელს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან მოყოლებული სიის სათავეში მყოფი ხუთივე კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. ეს კომპანიები: Lockheed Martin, Raytheon Technologies, Northrop Grumman, Boeing და General Dynamics.

სიაში თურქეთის სამხედრო ელექტრონული ინდუსტრია (ASELSAN) მე-60 ადგილზეა, ბაიკარი 76-ზე, თურქეთის აეროკოსმოსური ინდუსტრია 82-ზე, ხოლო Roketsan-ი კი 100-ე ადგილზეა.

თურქული კომპანიების მთლიანი შემოსავალი გასულ წელს 2021 წელთან შედარებით 22 პროცენტით გაიზარდა და 5,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ანგარიშში ყურადღება მიიპყრო Baykar-მა, რომელიც ცნობილია თავისი უპილოტო საჰაერო აპარატების წარმოებით და ხაზგასმით აღინიშნა, რომ თურქული კომპანიის შემოსავლები 94%-ით გაიზრადა და სიაში 76-ე ადგილი დაიკავა.



მსგავსი ინფორმაციები