სამედიცინო დახმარება ღაზას თურქეთიდან და იორდანიიდან

სამედიცინო დახმარება ღაზას თურქეთიდან და იორდანიიდან

2053362
სამედიცინო დახმარება ღაზას თურქეთიდან და იორდანიიდან

სამედიცინო დახმარება ღაზას თურქეთიდან და იორდანიიდან

მინისტრი ქოჯა იორდანიის ჯანდაცვის მინისტრს ფირას იბრაჰიმ ალ-ჰავარის ესაუბრა ღაზის სექტორის სამედიცინო დახმარების საკითხზე. თურქმა მინისტრმა განაცხადა: „ვიწყებთ მოლაპარაკებებს თანამშრომლობის დაგეგმვისა და კოორდინაციისთვის“.

ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ღაზაში საავადმყოფოზე თავდასხმების შესახებ მოლაპარეკებებს მართავს თავის უცხოელ კოლეგებთან და ამ ფარგლებში მათ ასევე გამართეს კონსულტაციები იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ჯანდაცვის მინისტრ ალ-ჰავარისთან.

მან განაცხადა, რომ გადაწყდა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დაგეგმვისა და კოორდინაციის შეხვედრების დაწყება და რომ სხვა ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრებს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი რანგის ხელმძღვანელებს აცნობა ალ ალ-ჰავარისთან მოლაპარაკებების შესახებ.

„როგორც თურქეთმა, მე შევთავაზე კოორდინირებულად ვიმუშაოთ ჩვენი პალესტინელი ძმების დასახმარებლად. ამ კონტექსტში ისევე როგორც სხვა მოლაპარაკებებზე,  ჩემს იორდანიელ კოლეგასაც განვუცხადე, რომ მზად ვართ საველე ჰოსპიტალის ასაგებად, დაშავებულების საჰაერო ტრანსპორტირებისთვის ჩვენს ქვეყანაში საჭიროების შემთხვევაში შემდგომი გამოკვლევისა და მკურნალობისთვის, სამედიცინო პერსონალით მხარდაჭერისთვის, მედიკამენტებითა და სამედიცინო ხელსაწყოებით მომარაგებისთვის.

მან განაცხადა, რომ მადლობას უხდიან თურქეთს ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის წინადადებისა და მიდგომისთვის. მინისტრთან ჩვენი შეხვედრის შედეგად ველზე შესაძლო განსახორციელებელი თანამშრომლობის სფეროებში დაგეგმვისა და კოორდინაციის განსახორციელებლად თურქი და იორდანელი უფლებამოსილების ჯერ ონლაინ კონსულტაციების სასწრაფოდ დაწყების და საჭიროების შემთხვევაში ფიზიკურ სამუშაოებზე გადასასვლეად, ამ სამუშაოების წარმოებისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თურქეთისა და იორდანიის ოფისების ჩვენთან ერთად კოორდინირებულად მუშაობის საკითხზე შეთანხმებას მივაღწიეთ“. - განაცხადა თურქმა მინისტრმა.

თავის პოსტში მინისტრმა ქოჯამ თქვა: "ღაზაში ოთხი საავადმყოფო მომსახურებას ვერ ახორციელებს. 14 ჯანდაცვის ცენტრი ვერ უზრუნველყოფს მომსახურებას ელექტროენერგიის გათიშვისა და საწვავის ამოწურვის გამო. სამედიცინო და მედიკამენტებით დახმარება დაბლოკილია. კაცობრიობა და თანაგრძნობა დაბლოკილია ზუსტად 13 დღეა. ჩვენ ვებრძვით ამ დაბრკოლებებს“.



მსგავსი ინფორმაციები