თურქული უპილოტო საფრენი აპარატები მსოფლიო მედიაში

თურქული უპილოტო საფრენი აპარატები მსოფლიო მედიაში

2025907
თურქული უპილოტო საფრენი აპარატები მსოფლიო მედიაში

თურქეთის მიერ თავდაცვის ინდუსტრიაში გადადგმული მტკიცე ნაბიჯები, ზედმიწევნით იქნა განხილული გერმანულ პრესაში.

გერმანულმა Frankfurter Allgemeine-მ მიმოიხილა თურქეთის იარაღის ინდუსტრია. ანდრეას მიჰმის მიერ ხელმოწერილ ანალიზში ნათქვამია, რომ „თურქეთის თავდაცვის ინდუსტრია უფრო წარმატებულია, ვიდრე ოდესმე“ და აღინიშნა, რომ ბევრ ქვეყანას სურს თურქული უპილოტო საფრენი აპარატების (İHA) შეძენა.

ანალიზში ასევე აღნიშნულია, რომ როცა საქმე უპილოტო საჰაერო ხომალდებს ეხება, თურქეთი ტექნოლოგიურ, სამხედრო და ეკონომიკურ ძალად იქცა.

ანალიზში ასევე დიდი ყურადღება დაეთმო, Bayraktar TB2-ების წარმატებს და აღინიშნა, რომ ეს აპარატები სხვადასხვა სფეროში იყო გამოცდილი.

ანალიზში, სადაც ხაზგასმულია, რომ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრია მხოლოდ უპილოტო საჰაერო ხომალდებზე ვერ დაიყვანება, სტამბოლში გამართული თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო გამოფენაზეც იქნა ყურადღება გამახვილებული.

სტატიაში აღნიშნული იყო, რომ თავდაცვის მრეწველობის საერთაშორისო გამოფენაში წელს მონაწილეობა მიიღო 1500-მა კომპანიამ, რომელთაგან 800 უცხოეთიდან იყო.



მსგავსი ინფორმაციები