ფათიჰ დონმეზი: „თურქეთი განახლებადი ენერგიით ევროპაში მე-5, ხოლო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა“

ფათიჰ დონმეზი: „თურქეთი განახლებადი ენერგიით ევროპაში მე-5, ხოლო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა“

1990986
ფათიჰ დონმეზი: „თურქეთი განახლებადი ენერგიით ევროპაში მე-5, ხოლო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა“

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ თურქეთი განახლებადი ენერგიით ევროპაში მე-5, ხოლო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა.

გუშინ, ესქიშეჰირი-ანკარას გზატკეცილზე „ნულოვანი ნარჩენების აღდგენის ტყეში“ ნერგების დარგვის ცერემონიაზე ფათიჰ დონმეზმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „ნულოვანი ნარჩენების პროექტი“, რომელიც ტარდება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მეუღლის, ემინე ერდოღანის ეგიდით, არის მსოფლიოში მოხსენიებული ერთ-ერთი სამაგალითო გარემოსდაცვითი პროექტი.

დონმეზმა აღნიშნა, რომ ატმოსფეროში გამოყოფილ ყოველგვარ ემისიას, მსოფლიოში მცხოვრები 8 მილიარდი ადამიანი განიცდის რა, ამჟამინდელი ნახშირორჟანგის ემისიების უმეტესობა მოდის ენერგეტიკის სექტორზე.

„ფაქტობრივად, ძალიან კარგ დონეზე ვართ, ევროპაში მე-5 და მსოფლიოში მე-12. ამჟამად ჩვენი დაყენებული სიმძლავრის 55 პროცენტი განახლებადი ენერგიის წყაროებით არის მოწოდებული. მან, 105 ათას მეგავატს მიაღწია, აქედან 55 ათასი მეგავატის მიღება ხდება ქარის, მზის, წყლის, ბიომასის და გეოთერმული ენერგიიდან“, - განაცხადა ფათიჰ დონმეზმა



მსგავსი ინფორმაციები