UNICEF: „პანდემიის დროს ბავშვთა ვაქცინებისადმი ნდობა შემცირდა“

UNICEF: „პანდემიის დროს ბავშვთა ვაქცინებისადმი ნდობა შემცირდა“

1977655
UNICEF: „პანდემიის დროს ბავშვთა ვაქცინებისადმი ნდობა შემცირდა“

გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) განაცხადა, რომ ბავშვთა ვაქცინებისადმი ნდობა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პერიოდში საგრძნობლად შემცირდა.

UNICEF-მა, „მსოფლიოში ბავშვების მდგომარეობა 2023: ვაქცინაცია ყველა ბავშვისთვის“ სახელწოდების  ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019-2021 წლებში 67 მილიონი ბავშვი არ იყო ყველა აცრით აცრილი, ხოლო 48 მილიონი ბავშვი საერთოდ არ აცრილა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბავშვებში ვაქცინაციის მაჩვენებლის შემცირების ძირითადი ფაქტორები არის ზეწოლის ქვეშ მყოფი ჯანდაცვის სისტემები, რესურსების შემცირება და მათი სხვა ადგილებში გადატანა, კონფლიქტი და ნდობის დაქვეითება.

ამავე ანგარიშის მიხედვით,  ბავშვებისათვის ვაქცინებისადმი ნდობა მსოფლიოში კოვიდ-19-ის პერიოდში 44 პროცენტით შემცირდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ბავშვთა ვაქცინაციის მნიშვნელობის აღქმა და ნდობა შემცირდა იმ 55 ქვეყნიდან 52-ში, სადაც კვლევა ჩატარდა.

ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეს არის კრიზისი.

ფონდი ასევე მოუწოდებს მთავრობებს გაზარდონ ვაქცინების დაფინანსება და უზრუნველყონ საჭირო რესურსები დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად და ბავშვების დასაცავად.


საკვანძო სიტყვები: #ნდობა , #ბავშვები , #ვაქცინა , #UNICEF

მსგავსი ინფორმაციები