დღეს, თურქეთი შავი ზღვის გაზის ხმელეთზე ამოტუმბვას დაიწყებს

დღეს, თურქეთი შავი ზღვის გაზის ხმელეთზე ამოტუმბვას დაიწყებს

1977291
დღეს, თურქეთი შავი ზღვის გაზის ხმელეთზე ამოტუმბვას დაიწყებს

დღეს, თურქეთი, ეროვნული შესაძლებლობებით შავი ზღვის სიღრმეში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის ხმელეთამდე ტრანსპორტირებას დაიწყებს. შავის ზღვის გაზის ხმელეთზე ამოტუმბვის პროცესთან დაკავშირებით გამართულ ცერემონიას პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანიც დაესწრება.

დღეს, თურქი ხალხი იმ დიდი სიამაყის მომსწრე იქნება, რომელიც რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართება.

შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის უზარმაზარი მარაგის 710 მილიარდი კუბური მეტრის ქსელური კვლევები დასრულდა.

გაზი ფილოსის გადამამუშავებელ ქარხანაში 170 კილომეტრიანი მილსადენით იქნება მიყვანილი. იგი მილებით დაუკავშირდება ეროვნულ სისტემას.

ამჟამად, ყოველდღიური წარმოების დაწყება 10 მილიონი კუბური მეტრით იგეგმება. 3 წელიწადში კი ეს ციფრი 40 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება.



მსგავსი ინფორმაციები