Tesla ჩინეთში "მეგაპაკის" წარმოებისთვის ფაბრიკას ააგებს

Tesla, ენერგიის შესანახი ერთეულების წარმოებისთვის, ჩინეთის ქალაქ შანხაიში  ფართომასშტაბიან ობიექტს შექმნის.

1972106
Tesla ჩინეთში "მეგაპაკის" წარმოებისთვის ფაბრიკას ააგებს

ელექტრომობილებისა და ბატარეების ამერიკული მწარმოებელი Tesla, ენერგიის შესანახი ერთეულების წარმოებისთვის, ჩინეთის ქალაქ შანხაიში  ფართომასშტაბიან ობიექტს შექმნის.

Xinhua-ს ინფორმაციით, დღეს შანხაიში ხელმოწერის ცერემონია გაიმართა პროექტზე, რომელსაც საძირკველი მიმდინარე წლის მესამე კვარტალში ჩაეყრება.

კომპანია ქარხანაში, რომლის ამოქმედებაც 2024 წლის მეორე კვარტალში იგეგმება, დაიწყებს ლითიუმ-იონური ბატარეის ერთეულებს წარმოებას, რომლის სახელწოდებაცაა "Megapack"-ი და რომელსაც შეუძლია შეინახოს დაახლოებით 4 მეგავატ/სთ ელექტროენერგია.

ფაბრიკა მიზნად ისახავს წელიწადში 10 ათასი ერთეულით სულ 40 გიგავატ-საათის ენერგიის შესანახი სიმძლავრის წარმოებას.

Tesla-ს ამჟამად კიდევ აქვს „მეგა ქარხანა“ აშშ-ს ქალაქ ლათროპში, რომელსაც შეუძლია წელიწადში 10 000 მეგაპაკის წარმოება.

კომპანია ასევე გეგმავს შანხაიში მდებარე „გიგა ქარხნის“, რომელსაც შეუძლია წელიწადში 1 მილიონი ელექტრომობილის წარმოება, დამატებით 450 ათასი ტევადობით გაფართოებას.



მსგავსი ინფორმაციები